ინტელის საწყისი კურსი - პროექტით სწავლება.

საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ტრენინგის მეორე დღეც. დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ წინა შეხვედრის მასალები. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე. მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყოს სტანდარტზე მუშაობა და მისი მორგება პროექტისათვის, აგრეთვე იმის გააზრება თუ როგორ გავიდეთ პროექტით სწავლებისას 21-ე საუკუნის უნაჩვევებზე, ძალზედ საინტერესო იყო აგრეთვე ინტელის რესურსების გაცნობა, აქ აღმოჩენილი მზა პროექტები და სხვა მასალები აუცილებლად დაგვეხმარება პროექტის სწორად დაგეგმვასა და ჩატარებაში. გავეცანით ბუკლეტების შექმნის პრინციპებს და დანიშნულებებს.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ვიმუშავეთ ბლოგიზე. შევქმენით კერძოდ ინტელის ბლოგი, სადაც განვათავსებთ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს. ბლოგთან დაკავშირებით მაქვს რამოდენიმე შეკითხვა, ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება ბლოგის დიზაინზე მუშაობა?  როგორ შეიძლება განთავსდეს ბლოგზე ვიდეო მასალა? ერთი სიტყვით, როცა განვლილ დღეს ვაანალიზებ ვხვდები რომ, აქ გარჩეული საკითხები ჩემთვის თითქოს და არც ერთი არ არის უცხო და ახალი, მაგრამ ტენინგი დამეხმარა მათთვის სულ სხვა კუთხით შემეხედა და გამეანალიზებინა. ეჭვი არ მეპარება რომ ჩვენი მომავალი  შეხვედრეები ასევე საინტერესო დანაყოფიერი იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий