პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ფატიმა ციმინტია
რაიონი
წალენჯიხის
სკოლა
მ.ქანთარიას სახელობის #3 საჯარო სკოლა
ქალაქი
ჯვარი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ქართული ენა და იაკობი
თემის შინაარსი
მოსწავლეები ეცნობიან ქართული ენის წარმომავლობას, მისი ქომაგის, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას. დაათვარიელებენ მის მუზეუმს, გარემოს სადაც საფუძველი ჩაეყარა ,,დედა ენის“ სახელმძღვანელოს. ეცნობიან გოგებაშვილის ეპოქას, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობას.
საგანი
ქართული ენა ლიტერატურა.
დონე/კლასი  
დაწყებითი მე-4 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
5 თვე ( X, XI, II,  III, IV)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

·      ინფორმაციის მოპოვება ქართული ენის წარმომავლობის შესახებ. დედაენის როლს აღქმა ქართველი ხალხის განვითარების საქმეში.
·       იაკობ გოგებაშვილის წვლილი, მშობლიური ენის დაცვის საქმეში, მისი ბიოგრაფიული დეტალების გაცნობა-გაანალიზება.
·      გამოუმუშავდეთ მოსწავლეებს წიგნთან და კომპიუტერთან  მუშაობის, ინფორმაციის მოძიების-დახარისხებისა და პრეზენტაციის უნარჩვევები.
·      ხელი შეუწრო   სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
თქვენი აზრით, რა ეხმარება მოსწავლეებს კითხვის უკეთ შესწავლაში?
თემატური კითხვები
1.როგორ იწერებოდა ,, დედაენა“? 2 . რა იცით იაკობ გოგებაშვილის შესახებ? 3. რა წვლილი შეიტანა იაკობმა ქართული ენის შენარჩუნების საქმეში? 4. რა საშიშროების წინაშე იდგა ქართული ენა გოგებაშვილის ეპოქაში?
შინაარსობრივი კითხვები
1.იაკობ გოგებაშვილის რომელი ნაწარმოები მოგწონთ და რატომ?
2. იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების რომელი პერსონაჟი მოგწონთ და რატომ?

საბაზისო უნარ-ჩვევები
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, სურათების გადმოწერა. Power Point-ში  მუშაობა
სასწავლო პროცედურები
აქტივობა პირველი:  მუშაობა სქემაზე ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ მოთელვა, წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობა მეორე:  ვიზიტი ვარიანში .
აქტივობა მესამე:  ექსკურსიის შთაბეჭდილებების გადატანა ფურცელზე, თხზულებებისა და ნახატების შექმნა.
აქტივობა მეოთხე:  ვკითხულობთ გოგებაშვილის მოთხრობებს, ამ მათზე  დაყრდნობით ვატარებთ ანალიტიკურ წერებს.
აქტივობა მეხუთე: დოკუმენტური ფილმების ჩვენება იაკობ გოგებაშვილზე, ჩვენება ფილმისა „იავნანამ რა ქნა?“
აქტივობა მეექვსე: მზადება პროექტის პრეზენტაციისათვის, ამისთვის იქმნება ხუთი ჯგუფი, სადაც ხდება დავალებების, საპრეზენტაციო მასალების გადანაწილება:
                        I  ჯგუფი: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.
                       II  ჯგუფი: გოგებაშვილის გამოცემები.
                       III ჯგუფი: ვიზიტი ვარიანში
                       IV ჯგუფი: ,,დედა ენა“ ერის ბუჯი.
                       V  ჯგუფი: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - ენის სადარაჯოზე.
აქტივობა მეშვიდე: კედლგაზაეთების მომზადება ჯგუფებში
აქტივობა მერვე: მუშაობა ბროშურაზე -  ქართული ენა და იაკობი.
აქრიბობა მეცხრე: პროექტის პრეზენტაცია.
აქტივობა მეათე:  მასწავლებლის თვიდშეფასებისა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების შექმნა.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ვაძლევ დამატებით დროს სწავლისათვის, ვრთავ  ჯგუფურ მუშაობაში. ვახდენ წერილობითი ტექსტის ნაცვლად ზეპირ გამოკითხვას.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)         

არ მყავს                                                                                                                                                                                                                   

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
არ მყავს
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები,     და ა.შ.
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
Google.ge
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები,  მოწვეული სტუმრები,  მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


Комментариев нет:

Отправить комментарий